სტრასბურგის სასამართლოს უარი ნიკა გვარამიას
ქართული სასამართლოს შემდეგ ნიკა გვარამია თავს ევროპულ სასამართლოს ესხმის და ევროპელ მოსამართლეებს მიკერძოებულობაში ადანაშაულებს. უზენაესი სასამართლოს მსგავსად, ევროპელმა მოსამართლეებმა ნიკა გვარამიას ბრალდების საქმის პატიმრობის შეფარდების ნაწილში დარღვევა ვერ აღმოაჩინეს. სტრასბურგის უარის შემდეგ გვარამიამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაშიც დაადანაშაულა. გვარამია რუსთავი 2-დან მითვისებული დიდი ოდენობით თანხის გამო გასამართლდა. მას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. მალევე ის სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.
