შალვა ამირანაშვილი - 125
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი ორი დღის განმავლობაში დიდი ქართველი მეცნიერის, ხელოვნების ისტორიკოსის - შალვა ამირანაშვილის დაბადების 125-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მასპინძლობს. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და მუზეუმელთა ალიანსის ინიციატივით, ახლად გარემონტებული მუზეუმის მეორე კორპუსში სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა, რომელიც მეცნიერის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა. მუზეუმის დირექტორმა და მეცნიერის ოჯახის წევრებმა საზეიმოდ გახსნეს შალვა ამირანაშვილის ბრინჯაოს ბიუსტი, რომელიც მოქანდაკე ოთარ ფარულავას მიერ შექმნილი პორტრეტის მიხედვით დამზადდა.
