მასშტაბური სპეცოპერაცია თურქეთში
თურქეთში, მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 147 ადამიანი დააკავეს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, რეიდები ერთდროულად 30 პროვინციაში ჩატარდა. ალი იერლიქაია განმარტავს, რომ დაკავებულები ტერორისტულ დაჯგუფებასთან ერთად შეიარაღებულ კონფლიქტებში იყვნენ ჩართული და „აისისს“ ფინანსურადაც ეხმარებოდნენ.
