ფერმერების საპროტესტო აქცია ბრიუსელში
ბრიუსელში ფერმერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტებმა ევროკავშირის სტრუქტურების შენობებთან მისასვლელი გზები ტრაქტორებით ჩახერგეს. ფერმერებმა ევროპარლამენტის შენობის წინ თივა დაყარეს და კოცონი დაანთეს. ბელგიის დედაქალაქში ფერმერთა აქცია, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სოფლის მეურნეობის მინისტრების შეხვედრის პარალელურად მიმდინარეობს. ევროპელი ფერმერები ევროკავშირისგან ე.წ მწვანე შეთანხმებით დაწესებული ახალი რეგულაციების მოხსნას და უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის აკრძალვას ითხოვენ.
