საფრანგეთში აშშ-ის საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს
საფრანგეთში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოქალაქეებს ტერორისტული საფრთხის გაზრდის შესახებ აფრთხილებს. საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვში ტერაქტის შემდეგ საფრანგეთის მთავრობამ ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა და ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. საელჩო ამერიკის მოქალაქეებს ურჩევს, მოერიდონ ტურისტულ ობიექტებსა და მასობრივი თავშეყრის ადგილებს. ასევე, თავი შეიკავონ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დასწრებისგან.
