ტერაქტის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
მოსკოვის ბასმანის სასამართლომ „კროკუს სიტი ჰოლის“ ტერაქტის საქმეზე ბრალდებულ კიდევ 4 ადამიანს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ ტერაქტის ხელშეწყობას ედავებიან. საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, ისინი თავდამსხმელებს ავტომობილის შეძენასა და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაში დაეხმარნენ. მოსკოვის ოლქში „კროკუს სიტი ჰოლში“ ტერაქტი 22 მარტს მოხდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 139 ადამიანი. წინასწარ პატიმრობაშია საკონცერტო დარბაზში სროლის მონაწილე 4 ადამიანი.
