NATO ალიანსის საზღვრებთან რუსული რაკეტების ჩამოგდებას განიხილავს
„NATO ალიანსის საზღვრებთან რუსული რაკეტების ჩამოგდებას განიხილავს“- ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მედიასთან საუბრისას განაცხადა. ანჟეი შეინას თქმით, ალიანსს უნდა ჰქონდეს მოქმედების გეგმა, იმ შემთხვევაში, თუ რუსული რაკეტა NATO-ს წევრი ქვეყნის საზღვარს მიუახლოვდება და საფრთხეს შეუქმნის. მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ალიანსში რეაგირების სხვადასხვა კონცეფცია მუშავდება. ერთ-ერთი რუსული რაკეტების განადგურებაა, თუმცა მნიშვნელოვანია იმ საერთაშორისო შედეგების გათვალისწინებაც, რომელიც ამ ნაბიჯს შესაძლოა მოჰყვეს.
