უკრაინის დახმარების საკითხი
თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მიზეზებს ეძებს, რომ უკრაინის დამატებითი დაფინანსების პაკეტი კენჭისყრაზე არ გაიტანოს. კარინ ჟან პიერის თქმით, მაიკ ჯონსონმა იცის, რომ კანონპროექტი ორპარტიულ მხარდაჭერას მოიპოვებს და სწორედ ამიტომ არ სურს დოკუმენტზე კენჭისყრის ჩატარება. უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსების პაკეტი თეთრმა სახლმა ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში წარმოადგინა, თუმცა დოკუმენტი წარმომადგენელთა პალატას ამ დრომდე არ დაუმტკიცებია.
