სამძებრო-სამაშველო ოპერაცია
ქალაქ ბალტიმორში, ხიდის ჩამონგრევის შემდეგ, მასშტაბური სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. უახლესი ცნობით, მაშველებმა მდინარიდან 2 ადამიანი ამოიყვანეს. მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ბალტიმორის სახანძრო დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, ამ დროისთვის ცნობილია, რომ მდინარეში კიდევ 10-მდე ადამიანია, თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა უფრო დიდი იყოს. ბალტიმორის 2-კილომეტრნახევარი სიგრძის საავტომობილო ხიდს ადგილობრივი დროით ღამის 01:30 საათზე სატვირთო ხომალდი შეეჯახა. ხიდი სრულად განადგურდა. ინციდენტის გამომწვევი მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება. საქმეში ჩართულია ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო. ბალტიმორის პოლიცია ტერაქტის ვერსიას გამორიცხავს.
