ქომაგები საგულშემატკივროდ ემზადებიან
რესპუბლიკის მოედანი დღეს კიდევ ერთხელ გააერთიანებს ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს. ქომაგებს საშუალება ექნებათ საქართველო-საბერძნეთის თამაშს ერთად უყურონ და ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრონ. რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულია 3 ეკრანი, სადაც ქომაგები პირდაპირ ეთერში შეძლებენ საქართველო-საბერძნეთის მატჩის ყურებას. მოწყობილ სცენაზე საღამოს 19:00 საათიდან აჟღერდება ელექტრონული მუსიკა, ადგილზე მოქალაქეებისთვის სხვადასხვა გასართობი სივრცე და კვების ობიექტები იქნება მოწყობილი. თამაშის ტრანსლირება დაიწყება საღამოს 21:00 საათიდან. საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის 26 მარტს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო, მეტროსა და ავტობუსების გარკვეული მარშრუტების მუშაობის დრო გახანგრძლივდება. ინფორმაცია გამოქვეყნებულია თბილისის მერიის ვებ-გვერდზე.
