ფინალური მატჩის მოლოდინში
უეფას ერთა ლიგის პლეიოფის ფინალის დაწყებამდე ოთხ საათზე ნაკლები დრო რჩება. საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები საბერძნეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატის საგზურს პირველად მოიპოვებს. მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, მასპინძლების შემადგენლობა 26-დან 23 ფეხბურთელამდე შემცირდა და განაცხადს მიღმა დარჩნენ: საბა საზონოვი, ანზორ მექვაბიშვილი და ვლადიმერ მამუჩაშვილი. შეხვედრა „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება და მთავარი არბიტრი პოლონელი შიმონ მარცინიაკი იქნება.
