უმაღლესი განათლების რეფორმა
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას განათლების კომიტეტმა პირველი მოსმენის ფარგლებში მხარი დაუჭირა. სამინისტროსთან ერთად შემუშავდა ერთი დათქმა, რომელიც მეორე მოსმენისთვის უწყებამ უნდა გაითვალისწინოს. ეს საომარი პირობების შემთხვევაში დისტანციური სწავლების პროცესს ეხება. ცვლილების მიხედვით, უცხო ქვეყანაში დისტანციურად მიღებულ განათლებას სახელმწიფო აღიარებს და სტუდენტს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს. ეს იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული განათლება აღიარებული ექნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
