ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრა კლინიკების წარმომადგენლებთან
ჯანდაცვის მინისტრი სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა, სექტორში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. საუბარი შეეხო DRG-ის დაფინანსების სისტემას, სექტორში არსებულ რეგულირების მექანიზმებსა და სტანდარტებს, პირველადი ჯანდაცვის განვითარებასა და საქართველოში, სამედიცინო მომსახურების განვითარებისთვის საჭირო ცვლილებებს. შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ პრიორიტეტი პაციენტების ინტერესების დაცვა და მაღალი ხარისხის სერვისით უზრუნველყოფაა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.
