მწვანე ეკონომიკა და კლიმატის ცვლილებები
აზიის განვითარების ბანკი რუსთავში ურბანული განვითარებისა და მწვანე ინდუსტრიული პარკების შექმნაზე ორიენტირებულ პროექტებში ინვესტიციების ჩადებით დაინტერესდა. აზიის განვითარების ბანკის მხრიდან რუსთავში ურბანული და ეკოლოგიური პროექტების მხარდაჭერა ქალაქის ახალი განვითარების კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება. საქართველოში ვიზიტად მყოფი მკვლევართა ჯგუფი ჩინეთსა და მთელს მსოფლიოში ინდუსტრიულ, სივრცით დაგეგმარებასა და „მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის“ გეგმებზე მუშაობს. რუსთავში არსებული რესურსების შესწავლის შემდეგ, ჯგუფი იმ პროექტებზე იმუშავებს, რომელთა განხორციელებაშიც აზიის განვითარების ბანკი სამომავლოდ ინვესტირებას შეძლებს.
