დაკავება გამოძალვის ბრალდებით
გამოძალვის ბრალდებით დაკავებულია ერთი ადამიანი. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთ-ერთ მეწარმეს სისტემატურად სძალავდა სხვადასხვა ოდენობის თანხას. მორიგი გამოძალვის დროს მან უარი მიიღო. ბრალდებული მეწარმეს მისი და ოჯახის წევრების მოკვლით და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა, მეტი დამაჯერებლობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირება მოახდინა. დანაშაული 4 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
