ტრანსნაციონალური დანაშაული
გახსნილია მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული. პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა 7 ადამიანის მიმართ დაიწყო. მათგან 2 საქართველოს, 5 კი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უცხოეთში მცხოვრებ პირთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებული ყალბი გვერდების გამოყენებით, უცხო ქვეყნების მოქალაქეებთან კავშირს ამყარებდნენ და ნდობის მოპოვების შემდეგ, სხვადასხვა ცრუ და გამოგონილი საფუძვლით, დაზარალებულებს საბანკო ანგარიშებზე თანხას მოტყუებით არიცხვინებდნენ. დანაშაული 7-დან 10-წლამდე პატიმრობით ისჯება.
