გაუმჭვირვალე არასამთავრობო ორგანიზაციები
ოპოზიცია მესამე სექტორის ფინანსური გამჭვირვალობის აუცილებლობას ვერ ხედავს და ამ თემის გააქტიურებას პოლიტიკური მოტივით ხსნის. „ქართული ოცნება“ კი აცხადებს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა მიზნით იხარჯება დონერებისგან გადმორიცხული თანხა, რადგან მათი საქმიანობის შესახებ ლეგიტიმური კითხვები ჩნდება. კერძოდ ხვდება თუ არა მესამე სექტორის გავლით უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში. ამასთან იხსენებენ მარტში განვითარებულ მოვლენებს და ამბობენ, რომ სწორედ ფინანსური გაუმჭვირვალობისთვის აპროტესტებდა ოპოზიცია და მესამე სექტორის ნაწილი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს.
