მორიგი მხარდაჭერა საქართველოს
COSAC ფორმატით გამართულ შეხვედრაზე დასკვნითი დოკუმენტი მიღებულია. მასში საუბარია საქართველოზეც, კერძოდ, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის კუთხით მუშაობის საჭიროებაზე. დოკუმენტი მხარს უჭერს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და გამოხატავს მხარდაჭერას ქვეყნების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამ ნაწილში საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ნახსენებია მეზობელი სახელმწიფო სომხეთი.
