ფუკუიამას შეტევა საქართველოს ხელისუფლებაზე
ამერიკელი პოლიტოლოგის, ფრენსის ფუკუიამანს ინტერვიუ აღარ უკვირს მმართველ პარტიას, რადგან „ქართული ოცნების“ წევრების თქმით, ამერიკელი პოლიტოლოგი ცნობილი ფსევდოლიბერალია. ერთ-ერთ ღონისძიებაზე მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ფუკუიამამ საქართველოს მთავრობა ისევ გააკრიტიკა. ახსენა ბიძინა ივანიშვილი და თქვა, რომ პოლიტიკა გაუმჭვირვალეა, მთავრობა კი ხალხს არ წარმოადგენს. ხელისუფლების კრიტიკის პარალელურად კი, ამერიკელი პოლიტოლოგი ქართულ ოპოზიციას რჩევას აძლევს, მათ გაერთიანებისკენ მოუწოდებს და არჩევნებზე წარმატების მისაღწევად პოლონეთის მოდელის გაზიარებას ურჩევს.
