„სავანის“ პრემიერა გაიმართა
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დმანისის თეატრის ერთობლივი სპექტაკლის - „სავანის“ პრემიერა გაიმართა . პიესა ეხება თანამედროვე ქალების ყოფას. წარმოდგენაში ვხვდებით ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ პერსონაჟებს, რომელთაც აწუხებთ და აშინებთ გაურკვეველი მომავალი და ჭიდილი საკუთარ თავთან.საპრემიერო ჩვენებას კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.