იოსებ კეჭაყმაძის საიუბილეო საღამო
ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ქართველი კომპოზიტორის, საგუნდო მუსიკის დიდოსტატის, იოსებ კეჭაყმაძის 85 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება. საგუნდო მუსიკის კონცერტზე კომპოზიტორის ცნობილი მუსიკალური ქმნილებები აჟღერდება. კონცერტი კულტურისა სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხვალ, საღამოს 6 საათზე გაიმართება
სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
