ტერაქტი მოსკოვში
“ვილაიათ-ხორასანი“- ეს არის ტერორისტული ორგანიზაციის, ისლამური სახელმწიფოს ფილიალი, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა იმავე დღეს აიღო. მიუხედავად ამისა, კრემლში ჯერ არცერთი კონკრეტული ოფიციალური ვერსია არ არსებობს. ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი მაინც უკრაინის კვალზე მიუთითებს. კიევი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
