ვერშემდგარი პერფორმანსი "ნაციონალური მოძრაობისგან"
მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა და არა პოლიტპატიმარი - ეს დღეს “ნაციონალურ მოძრაობას” და მის პარტნიორებს კიდევ ერთხელ შეახსენეს. თავად „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კი სააკაშვილი არც მეტი არც ნაკლები მიხეილ აღმაშენებელია. პარტიაში ამტკიცებენ, რომ ხელმოწერები შეაგროვეს და სალომე ზურაბიშვილსაც მიმართეს. ბელადის კლინიკის პალატიდან გასათავისუფლებლად "ნაციონალური მოძრაობის" მცირერიცხოვანმა აქტივმა დღეს რამდენიმე აქციაც გამართა.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
