საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები
საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი შესაძლოა გაუქმდეს. მმართველი გუნდი მოუწოდებს პარლამენტის ყველა წევრს, ჩაერთოს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით იმ ცვლილებების განხილვაში, რომლის ინიცირებასაც „ქართული ოცნება“ მომავალ კვირას გეგმავს. საუბარია საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე.
