საკონსტიტუციო ცვლილებები
ცვლილებები კონსტიტუციის 30-ე მუხლს ეხება, რომელიც ქორწინებას, დედათა და ბავშვთა უფლებებს განსაზღვრავს. კონსტიტუციური კანონპროექტის მიხედვით მას მესამე პუნქტი დაემატება შემდეგი ჩანაწერით „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია.“ ცვლილებები ორი ეტაპისგან შედგება: კონსტიტუციის შესწორება და შემდეგ ათობით კანონში ცვლილებების შეტანა. საკონსტიტუციო ცვლილებები დღეს უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ წარადგინა და მისი მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა.
