მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს
მმართველი გუნდი, საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს. 30-ე მუხლს, რომელიც ქორწინების უფლებას, დედათა და ბავშვთა უფლებებს ეხება, მესამე პუნქტი დაემატება, პროექტით ასეთი ჩანაწერია „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია.“
