მამუკელაშვილის 11 ქულა NBA-ში
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, სადაც სანდრო მამუკელაშვილი თამაშობს „ფინიქს სანსთან“ 25-ქულიანი სხვაობით, 106:131 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა პარკეტზე 8 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა. სანდრომ 2-დან ერთი 3-ქულიანი და 5-დან 4 2-ქულიანი ჩააგდო. ქართველის გუნდი 15 მოგებითა და 56 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში ბოლო პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას „სან ანტინიო“ 26 მარტს, კვლავ „ფინიქს სანსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
