მსოფლიო თასი ფარიკაობაში
თბილისის სპორტის სასახლეში მსოფლიო თასი დაშნით ფარიკაობაში მიმდინარეობს. ტურნირი, რომელიც პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპია, დღეს დასრულდება. შეჯიბრებისთვის საქართველოში 300-მდე მოფარიკავე ჩამოვიდა, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის, ასევე ოლიმპიური ჩემპიონები. ჩვენი ქვეყნის სახელით კი მსოფლიო თასზე 11 ქართველი სპორტსმენი გამოდიოდა. ტურნირი ამ წუთებშიც გუნდურ სახეობაში იმართება და დღის ბოლოს მსოფლიო თასი დაჯილდოების ცერემონიალით დაიხურება.
