საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის დღე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით ზოგად საგანმანათლებლო სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლებისთვის. შეხვედრის შემდეგ შედგა სპექტაკლი, რომელი რომელიც წმინდა ამბროსი ხელაიას ცხოვრებაზე მოგვითხრობს. სპექტაკლში მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები მონაწილეობენ.
