ავიაიერიში სევასტოპოლზე
უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველო დროებით ანექსირებულ სევასტოპოლზე განხორციელებული დარტყმების შესახებ ახალ დეტალებს აქვეყნებს. გავრცელებული ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმები ორ რუსულ გემზე განხორციელდა. დაიბომბა შავი ზღვის ფლოტის საკომუნიკაციო ცენტრი და რამდენიმე ინფრასტრუქტურული ობიექტი. უკრაინული ტელეგრამ არხების ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ისმოდა ბელბეკის აეროდრომზეც, სადაც თავდასხმის შედეგად, სავარაუდოდ, „სუ-27“-ის ტიპის 3 რუსული თვითმფრინავი დაზიანდა.