გლოვა რუსეთში
მოსკოვის ბასმანის სასამართლოსთან უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული. რამდენიმე საათში სასამართლოში 22 მარტის ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილებს მიიყვანენ. ბოლო მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ განხორციელებულ ტერაქტს 133 ადამიანი ემსხვერპლა, 150-ზე მეტი კი დაშავდა. რუსეთის მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო გლოვაა გამოცხადებული.
