ოპოზიცია ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით
„ეს არის საკუთარი ქვეყნის ინტერესების ღალატი“- ასე აფასებენ მმართველ პარტიაში, ევრონესტის რეზოლუციის ჩაგდებას, რომელსაც ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა. ცნობისთვის, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ მომზადებული რეზოლუცია, ბრიუსელში, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის პოზიციის გამო ვერ მიიღეს.
