სასამართლოს დამორჩილების მცდელობა
ვეტინგის სისტემასთან დაკავშირებით განცხადებები კეთდება „ქართულ ოცნებაში“. მმართველი პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ქართული მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია ყოველგვარი უცხოური ჩარევისგან და ხელისუფლება არ დაუშვებს ქართულ მართლმსაჯულებასა და სასამართლო სისტემაში ვინმეს ჩარევას.
