საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის დღე
დღეს და ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს. საზეიმო წირვა სიონის ტაძარში აღავლინა პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ. მღვდელმთავარმა წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა. ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა და მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიარა, თუმცა ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. ილია მეორის უშუალო ძალისხმევით, კი მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს ცნო.