ავიაიერიში სევასტოპოლზე
აფეთქებების ხმა ისმოდა რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლშიც. დროებით ჩაიკეტა ქერჩის ხიდიც. დაუდასტურებელი ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ „სტორმ შადოვის“ ტიპის რაკეტების გამოყენებით რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საკომუნიკაციო ცენტრი დაბომბა. სევასტოპოლის ე.წ გუბერნატორმა განაცხადა, რომ ქალაქის თავზე რამდენიმე საჰაერო ობიექტი ჩამოაგდეს. ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ვიდეოები, სადაც თავდასხმის მომენტია ასახული.