ვითარება ფრონტის ხაზზე
რუსეთი აცხადებს, რომ დონეცკის ოლქში კიდევ ერთი დასახლებული რაიონი, კრასნოე დაიკავა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრძოლის ველზე უკრაინელებმა 200-მდე მებრძოლი და დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა დაკარგეს, რასაც უკრაინული მხარე ჯერჯერობით არ ადასტურებს. პარალელურად საოკუპაციო ძალები უკრაინის ქალაქებს ბომბავენ. საჰაერო განგაში იყო ჩართული ღამით კიევში, ლვოვში, ხმელნიცკსა და კრივი რიჰში. რაკეტების უმრავლესობა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურა.
