გლოვა რუსეთში
რუსეთში ტერაქტის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. 24 მარტი საყოველთაო გლოვის დღედ არის გამოცხადებული. ბოლო მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ განხორციელებულ ტერაქტს 133 ადამიანი ემსხვერპლა, 150-ზე მეტი კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
