ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე
ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. უწყების ხელმძღვანელმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად, „ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა“, ინფიცირების შემთხვევების ეფექტური დიაგნოსტიკა, მკურნალობა და საქართველოში, ინფექციასთან ბრძოლისთვის გატარებული ღონისძიებები განიხილა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს უკანასკნელ პერიოდში, ტუბერკულოზის მართვის მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს.
