არასამთავრობოების დაფინანსება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა ვინ საიდან ფინანსდება, კონკრეტული „ენჯეო“ თავისი ქვეყნის ინტერესებს უნდა ახორციელებდეს. მისი თქმით, „ენჯეო“ სექტორის რადიკალური ნაწილი არის ყოფილი ხელისუფლების ნაწილით დაკომპლექტებული და ისინი იმდენად არიან შერწყმული პოლიტიკურ პარტიებთან, რომ მათ შორის არანაირი ზღვარი არ არსებობს. შესაბამისად, საზღვარგარეთიდან შემოსული დაფინანსება ძალიან მარტივად იხარჯება ქართულ პოლიტიკაში.