U17 - საქართველო 3:1 თურქეთი
საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა ელიტ რაუნდში ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, თურქეთის ნაკრები ანგარიშით 3:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები ჯგუფში 3 ქულით II-III ადგილებს სერბეთთან ერთად იყოფს. თურქეთს 1 ქულა აქვს, ხოლო ლიდერი 4 ქულით, დანიაა. ბოლო ტურში 26 მარტს, საქართველო სწორედ დანიას ეთამაშება და ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელის ვინაობაც მაშინ გაირკვევა.
