შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია
თბილისის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა ლაშა შავდათუაშვილმა. ქართველმა ძიუდოისტმა 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალამდე გერმანელი, ირლანდიელი, სამხრეთ კორეელი და ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა. გადამწყვეტ შეხვედრაში, კი რუს სპორტსმენს 32 წამში იპონით აჯობა. თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს აქტივში ჯერჯერობით, 2 ოქროს მედალია, შავდათუაშვილის გარდა, უმაღლესი სინჯის მედალი ეთერ ლიპარტელიანმა დაისაკუთრა.
