ანტისამთავრობო აქცია თელ-ავივში
თელ-ავივში მორიგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. ათასობით მომიტინგე ქუჩებში პრემიერ-მინისტრ ნეთანია ჰუს გადადგომის და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამოვიდა. აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართნენ ისრაელის თავდაცვის სამინისტროს შენობასთან. მათ მთავრობისგან „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების დასაბრუნებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოითხოვეს. პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა.
