ვითარება ფრონტის ხაზზე
უკრაინა აღმოსავლეთის ფრონტზე ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთი ძირითადი ძალების კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ორეხოვკისა და ნოვო პავლოვკის მიმართულებით ახდენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 64 საბრძოლო შეტაკება მოხდა. უკრაინულ პოზიციებზე 140-მდე საავიაციო და სარაკეტო დარტყმა განხორციელდა.
