ტერაქტი რუსეთში - თურქეთის პრეზიდენტის სამძიმარი
ტერაქტის გამო კრემლის ლიდერს მხარდაჭერა თურქმა კოლეგამ გამოუცხადა. როგორც თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს ათობით დაღუპულის გამო მიუსამძიმრა და კიდევ ერთხელ შეახსენა რეგიონული კრიზისების მშვიდობიანი გზით დარეგულირების აუცილებლობის შესახებ. ერდოღანმა პუტინს ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობა შესთავაზა.
