ტერაქტი მოსკოვში - ზელენსკის გამოხმაურება
„თუ რუსები მზად არიან „კროკუსებში” ჩუმად მოკვდნენ და თავიანთ სპეცსამსახურებს კითხვები არ დაუსვან, პუტინი კიდევ არაერთი მსგავსი სიტუაციის გამოყენებას შეეცდება თავისი ძალაუფლების გასამყარებლად“,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი მოსკოვის ოლქში მომხდარ თავდასხმას. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პუტინი ტერაქტში უკრაინის დადანაშაულებას ცდილობს, რაც პროგნოზირებადი იყო, რადგანაც მისი მეთოდები არ იცვლება. მანამდე კრასნოგორსკში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი კრემლის ლიდერმა გააკეთა. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ტერაქტის მოწყობის შემდეგ ტერორისტები უკრაინისკენ გადაადგილდებოდნენ, სადაც მათთვის უკრაინულ მხარეს სახელმწიფო საზღვრის გადასაკვეთად ფანჯარა ჰქონდა მომზადებული.
