„დედამიწის საათი“ მსოფლიოში
1 საათით ჩაბნელდა პარიზის მთავარი ღირსშესანიშნაობა ეიფელის კოშკი და რომის კოლოსეუმი. განათება გამორთეს ბარსელონას საგრადა ფამილიას კათოლიკურ ბაზილიკაშიც. მთავარ ღირსშესანიშნაობებზე განათება გამოირთო ნიუ იორკში, ნიუ დელიში, მუმბაიში, ტოკიოსა და ჰონგ-კონგში. „დედამიწის საათის“ გლობალურ ეკოლოგიურ კამპანიას ყოველწლიურად პლანეტის მილიონობით მცხოვრები უერთდება.
