„დედამიწის საათი“
საქართველოში „დედამიწის საათი“ აღინიშნა. გარემოს დაცვითი ღონისძიების ფარგლებში, მილიონობით ადამიანი 1 საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს, რითაც კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესს უჭერს მხარს. „დედამიწის საათის“ აღნიშვნის ფარგლებში, ელექტროენერგია გაითიშა: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, პარლამენტის შენობაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა სამინისტროების შენობებში, თბილისის მერიაში, რიყის პარკის ტერიტორიაზე, მშვიდობის ხიდზე, ნარიყალას ციხე სიმაგრეზე, თავისუფლების მოედანზე მდებარე წმინდა გიორგის მონუმენტზე, თბილისის სატელევიზიო ანძაზე. აქციის ფარგლებში, თბილისის სატელევიზიო ანძა მთელი ღამის განმავლობაში მწვანედ განათდა.
