მკვლელობა ქობულეთში
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი ადამიანი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქობულეთში, ნაცნობს 1993 წელს დაბადებულ თ.გ-ს მათ შორის არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. დანაშაული 10 -დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.