„ქართული ოცნების“ შეხვედრა პარტიულ აქტივთან
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან. შეხვედრას დაესწრება გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში ორ მარტს დაიწყო. შეხვედრები უკვე გაიმართა აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში.
