ოპოზიცია ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ევროინტეგრაციის რეზოლუციაზე ისაუბრა. მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციონერი კოლეგები არ აკლებენ ძალისხმევას და ბევრს მუშაობენ იმისთვის, რომ ქვეყნის ინტერესები დააზიანონ. მისი განცხადებით, ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ევრონესტის რეზოლუციაა, რომელსაც ოპოზიციის ოთხმა წარმომადგენელმა ხელი არ მოაწერა. ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ამ საქციელი გამო, ევროპელი კოლეგები დაბნეულები არიან.
